B2B

სასტუმროების მართვის სააგენტო — მხოლოდ ბიზნეს-პარტნიორებისთვის

თქვენი სასტუმრო, ჩვენი ყოველდღიური საქმე

აუდიტიდან და სისტემების გამართვიდან დაწყებული, ყოველდღიურ ოპერირებამდე — ჩვენ ვმართავთ თქვენს სასტუმროს ისე, რომ თქვენ ბიზნესს ფლობდეთ და არა ემსახუროთ.

სასტუმროს ინტერიერი

სასტუმროს პროფილი

მართვის ფორმატისრული ან ნაწილობრივი
ჩართვის ვადადაახლ. 2 კვირა
ძირითადი არხებიპირდაპირი + OTA
სისტემაExely / PMS

ჩვენს შესახებ

სასტუმროს მენეჯმენტი, რომელიც ბიზნესად უყურებს სტუმართმასპინძლობას

ჩვენ ვმართავთ სასტუმროებს ისე, თითქოს საკუთარი გვქონდეს — რადგან სწორედ ასე უნდა გაკეთდეს ეს საქმე.

Hotel360 დაარსდა ერთი მარტივი დაკვირვებით: ბევრ ბუტიკ-სასტუმროსა და საოჯახო სასტუმროს არ აკლია ხასიათი, არც მდებარეობა — აკლია სისტემა. ჩვენ ვავსებთ ამ ხარვეზს: ვაკავშირებთ PMS-ს, OTA არხებს, გაყიდვებსა და პერსონალს ერთ, გამართულ პროცესად.

ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც თქვენი შიდა ოპერაციული დეპარტამენტი — მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არ გჭირდებათ მისი აყვანა, ტრენინგი და ადმინისტრირება. თქვენ იღებთ რეპორტებსა და შედეგს; ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყოველდღიურობაზე.

  • სპეციალიზაცია მხოლოდ სასტუმროებში — არა ზოგადი მარკეტინგი, არამედ hospitality-ის სპეციფიკური ცოდნა.
  • გამჭვირვალე რეპორტინგი — ხედავთ ციფრებს, არა მხოლოდ დაპირებებს.
  • მოქნილი ჩართულობა — ერთი, ერთჯერადი სერვისიდან სრულ 360° აუთსორსამდე.
სასტუმროს ინტერიერი

ჩვენ ვმუშაობთ სისტემებთან

პროცესი

როგორ ვმუშაობთ

ოთხი ნაბიჯი აუდიტიდან სრულ, დამოუკიდებელ მართვამდე.

01

აუდიტი

ვსწავლობთ დატვირთვას, არხებს, ფასებს და გუნდს — სანამ ერთ ცვლილებასაც შემოგთავაზებთ.

02

სტრატეგია

ვადგენთ მორგებულ გეგმას და ვირჩევთ თქვენთვის შესაბამის პაკეტს.

03

გადაწყობა

ვაერთიანებთ PMS-ს, OTA არხებს და საიტს ერთ სისტემაში.

04

მართვა

ყოველდღიურად ვმართავთ ოპერაციებს, თქვენ კი ხედავთ შედეგს რეპორტში.

სასტუმრო, რომელიც სტუმარს ახსოვს

Setup

ერთჯერადი სერვისები — სისტემური გამართვა

ეს სერვისები ხორციელდება ერთჯერადად, პროექტის საწყის ეტაპზე. თითოეულთან მითითებულია ფასი და შესრულების ვადა.

საპრომოციო ვიდეო / დრონით გადაღება1,000 – 2,500 ₾

ვადა: 2 კვირა · მონტაჟისა და ფერკორექციის ჩათვლით

ბრენდინგი (ლოგო, მენიუ, შიდა ნავიგაცია)700 – 2,000 ₾

ვადა: 2–3 კვირა · დეტალების მოცულობის მიხედვით

რესტორნისა და F&B კონსულტაცია (მენიუს კალკულაცია)1,000 – 2,500 ₾

ვადა: 3–4 კვირა · ტესტირებისა და ტექ. ბარათების ჩათვლით

Retainer

ყოველთვიური მართვის პაკეტები

ოთხი მოდელი — ციფრული საძირკვლიდან სრულ 360° აუთსორსამდე, ან სრულად ინდივიდუალური კონფიგურაცია.

Starter

საბაზისო ციფრული ფრონტი. სასტუმროებისთვის, რომლებსაც შიდა ოპერაციები დალაგებული აქვთ და სჭირდებათ სტაბილური, პროფესიონალური ონლაინ იმიჯი.

1,200 – 1,500 ₾ / თვეში
რას მოიცავს
  • სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram) — კონტენტ-გეგმა და ვიზუალური შეფუთვა
  • პირველადი კომუნიკაცია — მესენჯერის სტანდარტულ შეკითხვებზე რეაგირება
  • ვებსაიტის ადმინისტრირება (Exely-ს ბაზაზე) — საბაზისო ტექნიკური მხარდაჭერა
  • Google Business Profile — აქტივობა და ლოკალური ძიების ოპტიმიზაცია

Professional 360°

სრული აუთსორს-მართვა „მშვიდი მესაკუთრის" კონცეფციით — თავისუფლდებით ყოველდღიური ოპერაციული ქაოსისგან და იღებთ მხოლოდ ფინანსურ შედეგს.

2,500 – 3,500 ₾ + 8–10% გაყიდვებიდან
რას მოიცავს
  • Recommended პაკეტის სრული მომსახურება +
  • B2B გაყიდვები — მოლაპარაკებები ტურ-ოპერატორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან
  • შემოსავლების დივერსიფიკაცია — ტრანსფერები, ტურები, ინტეგრაცია Viator/TripAdvisor-ზე
  • მიმდინარე HR მხარდაჭერა — სარეზერვო ბაზა და ახალი თანამშრომლების ონბორდინგი
  • ოპერაციული რეპორტინგი — დეტალური ყოველთვიური ანალიტიკა და სტრატეგია

Custom

ინდივიდუალური მოდელი სპეციფიკური საჭიროებებისთვის — როცა სრული პაკეტი არ გჭირდებათ ან ერთ კონკრეტულ მიმართულებაზეა საჭირო განსაკუთრებული ჩართულობა.

ინდივიდუალურად — საკომისიოზე ან პროექტულ ფასად
რას მოიცავს
  • "A La Carte" შერჩევა — უფასო აუდიტის შემდეგ თავად აკომპლექტებთ პაკეტს
  • მაგ.: მხოლოდ Revenue Management + B2B გაყიდვები, ან მხოლოდ F&B და HR მიმართულება
  • პროექტული მართვა — სრული რესტრუქტურიზაცია, რებრენდინგი, ახალ სეგმენტზე გადაწყობა

HR & Recruiting

ადამიანური რესურსების მართვა

ერთჯერადი კადრის მოძიება და მიმდინარე HR ადმინისტრირება — ცალკე ან ერთად.

დაჯავშნეთ აუდიტი

დატოვეთ საკონტაქტო მონაცემები — 24 საათში დაგიკავშირდებით საწყისი კონსულტაციისთვის.

info@hotel360.ge